მიტჩ მაკკონელი - ამერიკელები შეცდომაში შეიყვანეს - უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია

ამერიკელები შეცდომაში შეიყვანეს - უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია, - ამის შესახებ სენატში რესპუბლიკელი უმცირესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მაკკონელმა ვირტუალური ფორუმის - „ომის მოგება. მშვიდობის მოგება“-ს ფარგლებში გააკეთა, რომელიც CEPA-ს („ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი“) მიერ იყო ორგანიზებული.

მისი თქმით, თუ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ ომს მოიგებს, შემდეგი ნატო-ს ერთ-ერთი ქვეყანა გახდება, ამიტომ, სენატში რესპუბლიკელი უმცირესობის ლიდერის აზრით, გაცილებით გონივრული იქნება ნატო-ს ქვეყანაში მოსალოდნელი შეჭრის შეჩერება და უკრაინელები მზად არიან ამაში მონაწილეობა მიიღონ.

„ჩვენ აქ ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის წინააღმდეგ ვდგავართ. ჩვენ სწორ მხარეს ვართ. მეორე, ჩვენ არც ერთ ამერიკელ სამხედროს ვკარგავთ. უკრაინელები თვითონ იბრძვიან. რაც ეხება ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტს, ეს, ნამდვილად, მცირე წილია, რასაც უკრაინაში ძალისხმევისთვის ვაკეთებთ“, - განაცხადა მაკკონელმა.

მან ასევე აღნიშნა, როდესაც აშშ უკრაინაში იარაღს და საბრძოლო მასალას გზავნის, თავისი აქტივების დიდი ნაწილი უფრო თანამედროვე, მოწინავე მოწყობილობით იცვლება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება