არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლება - მიღებულია გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის შესახებ

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მთიანი ყარაბაღი 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობს შეწყვეტს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყარაბაღის საინფორმაციო შტაბი იუწყება.

„ყარაბაღის ხალხის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფის პრიორიტეტიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით იმასთან დაკავშირებით, რომ მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლებმა, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც იარაღი დაყარეს, შეძლონ ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი, ნებაყოფლობითი და შეუფერხებელი გადაადგილება და მთიანი ყარაბაღის კონსტიტუციის 93-ე მუხლით ხელმძღვანელობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: 2024 წლის 1 იანვრამდე დათხოვნილ იქნას უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია და მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკის არსებობა შეწყვიტოს", - აღნიშნულია განკარგულებაში.

დოკუმენტის თანახმად, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, მიწვეულია გაეცნოს აზერბაიჯანის მიერ წარდგენილ რეინტეგრაციის პირობებს, მთიან ყარაბაღში დარჩენის (დაბრუნების) შესაძლებლობის შესახებ მომავალში დამოუკიდებელი და ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ყარაბაღის საინფორმაციო შტაბის ცნობით, განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება