ბექა დავითულიანი - იმედი მაქვს, თავისუფალი უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ უკეთესია სტუდენტებს ანგარიში გაუწიონ და პროგრამაში ჩაერთონ, ვიდრე საბოტაჟი მოაწყონ

აგრარული უნივერსიტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის გარდა, ყველა შეხვდა სიხარულით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებულ ინიციატივას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს დავალიანების გარკვეულ ნაწილის დაფარვას სთავაზობს.

„სახელმწიფომ შესთავაზა ყველა უნივერსიტეტს ეთანამშრომლათ სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემის მოსაგვარებლად და დაფინანსების ნაწილს გარკვეული პირობებით თავის თავზე აიღებდა, აანაზღაურებდა ორი უნივერსიტეტის გარდა და რეალურად ეს ერთი პლატფორმის ორი უნივერსიტეტია - აგრარული უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი, ყველა შეხვდა სიხარულით ამ ინიციატივას. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ უკეთესია სტუდენტებს ანგარიში გაუწიონ და ჩაერთონ პროგრამაში, ვიდრე საბოტაჟი მოაწყონ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პრემიერის ინიციატივა იყო”, - განაცხადა დავითულიანმა.

ინფორმაციისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გუშინ განაცხადა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება. “სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ - პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება,"- აღნიშნა კაკაურიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება