მეთიუ მილერი - რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობენ - მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

აღნიშნულის შესახებ მილერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები შეიარაღების გადაცემის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის დროსაც გაიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თვლიან, რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის კიდევ უფრო ძლიერი სამხედრო ურთიერთობები, რუსეთში ჩრდილოეთ კორეისგან დამატებითი შეიარაღების მიწოდებისა და რუსეთისგან ჩრდილოეთ კორეაში ტექნოლოგიების გადაცემის ჩათვლით, უფრო მეტად დაარღვევს გაუვრცელებლობის გლობალურ რეჟიმს და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება, რომლებსაც რუსეთმაც დაუჭირა მხარი.

„ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და ვაფრთხილებდით ამის შესახებ. ვთვლით, რომ მოლაპარაკებები ახლაც გრძელდება. ამიტომ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაიცვას თავისი საჯარო განცხადებები და თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან", - დასძინა მილერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება