განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. მცირე სიტყვიერი შელაპარაკება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, ნანა ტოხვაძესა და კომიტეტის თავმჯდომარეს გივი მიქანაძეს შორის მოხდა.

ნანა ტოხვაძე სკოლების რეაბილიტაციის დაგვიანებასა და რემონტისთვის არასაკმარისად გამოყოფილ თანხებზე საუბრობდა, რა დროსაც გივი მიქანაძემ მას საუბრის გაგრძელების საშუალება არ მისცა, მიკროფონი გამოურთო და შემდეგ კი, კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

„ეს არის ნატანების სკოლის ჩამონგრეული ბათქაში და რატომ არის ეს ბათქაში ჩამონგრეული? - იმიტომ, რომ სკოლის დატვირთვა ვერ უძლებს ზემო ნატანების სკოლიდან შემოხიზნულ მოსწავლეებს. გადავრჩით უბედურებას. მოხდა ისე, რომ დაზიანდა ორი სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა, მაგრამ იქ რომ ყოფილიყო დაწყებითი კლასის მოსწავლე, დიდი უბედურება დატრიალდებოდა. მინდა, განათლების კომიტეტის წევრებს მოგმართოთ, ის თანხები რაც განათლების სამინისტროს ბიუჯეტისთვისაა მოთხოვნილი, რატომ არის 47 მლნ და რატომ არაა 67 ან 97? იქნებ ამდენია საჭირო? თერჯოლის 1-ელი საშუალო სკოლა, ჩხოროწყუს მეორე სკოლა, თბილისის 15 სკოლა... დაგვიანებით ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, იქნებ მეტია საჭირო?“- განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

მის საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისი მიზანი სხდომაზე შოუს დადგმაა.

„იძულებულს გამხდით დაგატოვებინოთ დარბაზი. თქვენი მიზანი თუა რომ მოხვიდეთ და აქ რაღაც შოუ დადგათ, არ გამოგივათ. დატოვეთ დარბაზი, თქვენი პოლიტიკური შოუები შეინახეთ თქვენი პარტიისთვის და მოაწყვეთ თქვენს პარტიაში“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვას უსმენდნენ და ბიუჯეტში შესატან ცვლილებზე მსჯელობდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება