საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა

წელს ცოფის შემთხვევების მცირედი ზრდა გვქონდა, ცოფის 68 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თენგიზ ჩალიგავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ცოფის გამოვლენის კერებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კარანტინი გამოაცხადა და შესაბამისი საკარანტინე ღონისძიებები გაატარა.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახდენს 300 ათასამდე ამთვისებელი ცხოველის ვაქცინაციას. მიუხედავად ვაქცინაციისა, რადგან ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებს, მაინც ხდება გამოვლინება. ცხოველებში, ცოფის შემთხვევები დაახლოებით 63 %-ით შემცირდა 2013 წელთან შედარებით, თუმცა, წელს ცოფის შემთხვევების მცირედი ზრდა გვქონდა, რომელიც სხვადასხვა ფაქტორთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ ფაქტორთან, როდესაც ვირუსი ცირკულირებს და იგი ნახავს აუცრელ ამთვისებელ ცხოველს, მაშინვე გამოვლინდება. ჩვენი რეაგირებაა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ დაფარვა, რათა ყველა ცხოველი მაქსიმალურად იყოს ვაქცინირებული. ცოფის გამოვლენის დროს, სურსათის ეროვნული სააგენტო საკარანტინე ღონისძიებებს ატარებს საქართველოს დადგენილების შესაბამისად, კერძოდ, კერაში, 3 კილომეტრის რადიუსზე.

ყველა ცხოველი იცრება, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო. წელს დაფიქსირდა 68 დადასტურებული შემთხვევა. გამოვლენის კერებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კარანტინი გამოაცხადა და ჩატარდა საკარანტინე ღონისძიებები“, -აღნიშნა თენგიზ ჩალიგავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება