„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ნანა ტოხვაძეს გივი მიქანაძემ კრიტიკული კითხვების დასმის გამო განათლების კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრსა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, ნანა ტოხვაძეს განათლების კომიტეტის სხდომა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კრიტიკული კითხვების დასმის შემდგომ დაატოვებინა. ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„განათლების კომიტეტის სხდომაზე ხმაური ნანა ტოხვაძის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებს მოჰყვა, რომელიც სკოლებში უფასო კვებასა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების არაჯეროვნად შესრულებას ეხებოდა.

კითხვას, თუ რატომ არ ხდება სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების კონტროლი, კომიტეტის თავმჯდომარის უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც ნანა ტოხვაძეს სხდომა დაატოვებინეს.

ცნობისთვის, განათლების კომიტეტის სხდომაზე გარდა აღნიშნული თემებისა, სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხიც განიხილებოდა, როდესაც გივი მიქანაძემ „თავისუფალ უნივერსიტეტი“ და „აგრარულ უნივერსიტეტი“ პრემიერის საწინააღმდეგო ქმედებაში დაადანაშაულა“, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება