ირაკლი ლექვინაძე - ოქტომბერშიც შეიძლება ველოდოთ ფასების კორექტირებას ზრდის მიმართულებით - საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებია

საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებია - ოქტომბერშიც შეიძლება ველოდოთ ფასების კორექტირებას ზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება რთულია.

„ჩვენ 100%-ით საწვავის იმპორტიორი ქვეყანა ვართ. რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს მსოფლიოში საწვავის ფასის ზრდას. ეს არის: რიგი ქვეყნების გადაწყვეტილება მოპოვების შემცირების შესახებ, მათ შორის, ჩვენი მეზობლის გადაწყვეტილება საწვავის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ, ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გაზრდილი მოთხოვნის შესახებ. თუ ფასს შევხედავთ, ბოლო თვეებია 750 დოლარიდან 1000 დოლარს გადასცდა ფასი. ბრენდის ტიპის ნავთობზე ფასი 75 დოლარიდან 95 დოლარამდეა გაზრდილი. იგივე შემიძლია გითხრათ რუსულ საწვავთან დაკავშირებით - 55 დოლარიდან დაახლოებით 80 დოლარამდეა. ალბათ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის ის პროცესები, რაც გავლენას ახდენს საქართველოში საწვავის ფასზე, განსხვავებით გასული წლის აპრილი-აგვისტოს პერიოდისგან, როცა კომპანიებს შეეძლოთ იაფი რესურსის წყალობით უფრო მეტად შეემცირებინათ საწვავის ფასი მომხმარებლისთვის, თუმცა, მათ შეინარჩუნეს ფასი და ამის გამო იყო ჩვენი გადაწყვეტილება მათთვის კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. თუმცა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ახლა პროცესები აბსოლუტურად განსხვავებულია. ოქტომბრის თვეშიც ჩვენ შეიძლება გარკვეულწილად ველოდოთ ფასების კორექტირებას ზრდის მიმართულებით. გრძელვადიანი პროგნოზი დამოკიდებული იქნება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე. გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია, თუმცა გარკვეული პერიოდი ალბათ შეიძლება ფასის კორექტირებას ისევ უნდა ველოდოთ ზრდის მიმართულებით. სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშებს, თუ ჩვენ დავინახავთ რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენას, როგორც ეს დავინახეთ გასული წლის აგვისტოში და შევაფასეთ 2022 წლის 8 თვიანი პერიოდი, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ - განაცხადა ლექვინაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო