პაატა მანჯგალაძე - საკითხი ასე დგას, ან ვართ ერი, რომელიც არ თმობს თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას ან თათქარიძესავით ერთი განცხრომის ფასად უარვყოფთ მას - მჯერა, რომ პატრიოტები თათქარიძეებზე ბევრად მეტნი ვართ

მე მჯერა, რომ პატრიოტები თათქარიძეებზე ბევრად უფრო მეტნი ვართ! ან ვართ ერი, რომელიც არ თმობს თავისუფლებას, ან თათქარიძესავით ერთი განცხრომის ფასად უარვყოფთ მას, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ხელისუფლების პოზიციასა და საქართველოში არსებულ ვითარებას.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ანტიეროვნული ხელისუფლება აგრძელებს მანიპულაციას და ქვეყნის რუსეთთან დაკავშირებას.

მისივე თქმით, ძლიერია ის ერი, რომელმაც თავისუფლება არ დათმო, ხოლო არჩევანი თავისუფლებასა და „თათქარიძისეულ განცხრომას“ შორის უნდა გაკეთდეს.

„სამწუხაროდ, ანტიქართული, ანტიეროვნული ხელისუფლება აგრძელებს მანიპულაციას და ადამიანის ემოციებით თამაშს. თითქოს თუ რუსეთს როგორც უნდა ისე არ მოვიქცევით, საქართველო ვერ გადარჩება.

არადა, გამოცდილია, დღეს განვითარებული და ძლიერია ის ერები, ვინც არ დათმო თავისუფლება ხაფანგში არსებული პურისთვის. აი, ეს არის რუსეთი ჩვენთვის და ვინც მას წარმოაჩენს ჩვენი კეთილდღეობის მთავარ წყაროდ, არის ჯაშუშ ფარცხალაძეზე უფრო საშიში საქართველოსთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, საკითხი ასე დგას, ან ვართ ერი რომელიც არ თმობს თავისუფლებას, მის სახელმწიფოებრიობას ან თათქარიძესავით ერთი განცხრომის ფასად უარვყოფთ მას. მე მჯერა, რომ პატრიოტები თათქარიძეებზე ბევრად უფრო მეტნი ვართ!“ - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება