ირაკლი შოთაძე ლონდონში, აშშ-ის გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს, ბრიუს შვარცს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლონდონში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა სახელმწიფოთა შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებობს.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთის ქვეყნებში პროკურატურის განვითარების ოფისის (OPDAT) დირექტორის პირველი მოადგილე ერიკ პიტერსონი.

ირაკლი შოთაძემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურის რეფორმირებისა და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების მიერ შეტანილი წვლილისთვის და დღემდე გაწეული დახმარებისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება