საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით CEV მწვრთნელთა შეკრებაზე იმყოფებოდა

ევროპის ფრენბურთის ფედერაციის ეგიდით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მწვრთნელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩატარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართევლოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, ტრენინგის მთავარი მიზანი სასკოლო ფრენბურთის განვითარება და სკოლებში მომუშავე მწვრთნელების გადამზადებაა. საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციიდან ბულგარეთში 6 მწვრთნელი იმყოფებოდა. 2023 წლის CEV მწვრთნელთა შეკრებაზე მონაწილეებმა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალური „ვორქშოფები“ გაიმართა, სადაც მონაწილეებმა სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებზე იმუშავეს. ტრენინგში მონაწილეობა 160-ზე მეტმა მწვრთნელმა მიიღო, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. პირველ სესიაზე ისინი ევროპის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ბორიჩიჩსაც შეხვდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება