სემეკმა „სოკარ ჯორჯია გაზი“ მომარაგების წყვეტაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 50 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 50 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციის - მომსახურების ხარისხის წესების დარღვევა.

„მიმდინარე წლის 5 მაისს, სემეკში შევიდა მოქალაქის განცხადება, რომელიც შეეხებოდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ სართიჭალაში აბონენტებისთვის გაზმომარაგების გაუფრთხილებლად შეწყვეტას. სემეკის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „კომერციული მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სემეკის ადმინისტრირებით შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში გეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად დარღვევებით დააფიქსირა და არ შეასრულა გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულება.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში დაჯარიმდება დაკისრებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება