სანდრო რაქვიაშვილი - მიკვირს, როგორ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, რომ ჯერ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოს და მერე იმის იმედად იყოს, რომ ამას თვითონ რუსები არ იტყვიან

მიკვირს, როგორ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, რომ ჯერ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოს და მერე იმის იმედად იყოს, რომ ამას თვითონ რუსები არ იტყვიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

რაქვიაშვილის თქმით, რუსული მხარე ყოველთვის ისაუბრებს მსგავსი შეთანხმებების შესახებ, როცა დასჭირდება.

„ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი უფრო ესმით, რუსეთთან უფრო ახლოს არიან, რუსეთით შეშინება უნდათ, რუსეთის კარგი გაგება ივანიშვილის ძლიერი მხარეა და ა.შ. მაგრამ მე ის მიკვირს, როგორ გამოსდის „ქართულ ოცნებას", რომ ჯერ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოს და მერე იმის იმედად იყოს, რომ ამას თვითონ რუსები არ იტყვიან. თავიდანვე რომ ეთქვათ, რომ რუსეთთან მოლაპარაკება ჰქონდათ, გასაგებია, რომ ბევრად უფრო დიდი წინააღმდეგობა იქნებოდა, ვიდრე ის რაც მოხდა, როცა ფრენები აღადგინეს, მაგრამ მეორე დარტყმას მაინც არ მიიღებდნენ. ახლა რას აპირებენ, როგორ გაამართლებენ ამას, მე არ ვიცი, რადგან გასაგებია, რომ რუსეთი გადაგაგდებს, ზოგადად „გადამგდებები“ არიან საერთაშორისო ურთიერთობებში, კონტრაქტებში და ა.შ. ძალიან უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ამას ვერ ხვდება, როცა რუსეთთან თანამშრომლობს”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება