ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე ადგილზე გაეცნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მამათა მონასტრის ბერის საყდრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გზის 600-მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო.

„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებს შპს „არალი" ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

ასევე, სოფელ ყვიბისში ,,კვახიანი ღელეზე" ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 105 მეტრზე ნაპირდამცავი კედელი მოეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 448 999 ლარია გამოყოფილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ე.წ ახალი უბნის დასახლებაში მტკვრის სანაპიროზე დაზიანებული დამცავი საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.

დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 900 000 ლარია გამოყოფილი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება