პრემიერი - ლუზერი ადამიანია ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, ლაზარე გრიგორიადისი კი გამოიყენეს და „მოლოტოვის კოქტეილი“ ასროლინეს პოლიციელზე - უკომპრომისო ვიქნებით, ერთი კი არა ათასი რომ იყოს, ათასივე ციხეში წავა

ლუზერი ადამიანი, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი ამ ადამიანზე - ეს არის მორიგი მაგალითი, გამოიყენეს, ეს ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისი, ანარქისტი და ასროლინეს „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციელზე, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის განცხადებას, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის სიმბოლო იმ ბრძოლის რაც იყო მარტის დასაწყისში.

მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისმა პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა.

„არ მაინტერესებს რაზე გაასამართლეს - მამამისის დაჭრაზე, მაგრამ არ მაინტერესებს. მე ფაქტზე გიყვებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ვინ არის ეს ადამიანი. სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი და უკომპრომისო, ყველა ადამიანის მიმართ ერთი კი არა ათასი რომ იყოს, ათასივე წავა ციხეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება