პრემიერი - არავის გაგხსენებიათ, გამოგეძიებინათ, საიდან გამდიდრდა სააკაშვილის მთავრობის ყველაზე გაჭირვებული წევრი, კეზერაშვილი - მარტო მისი კორუფცია გადაწონის 30 წლის განმავლობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს

ჩემი ოჯახის შემოსავლები, ფინანსური სახსრები გამჭვირვალეა - არავის გაგხსენებიათ, გამოგეძიებინათ, საიდან გამდიდრდა სააკაშვილის მთავრობის ყველაზე გაჭირვებული წევრი, კეზერაშვილი. მარტო მისი კორუფცია გადაწონის 30 წლის განმავლობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმე გაიხსენა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი საკუთარ გართობას ჯარს აფინანსებინებდა და ამ მიზნით თავდაცვის სამინისტროდან არამიზნობრივად, 14 მლნ ლარია გაფლანგული.

„ჩემს ოჯახს აქვს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლებიც, ფინანსური სახსრებიც, ყველაფერი არის გამჭვირვალე. თუ რაიმე კითხვები გაქვთ, ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციას, დაელოდეთ მომავალ დეკლარაციას. არაფერი დაფარული არ მაქვს. იცით, რომ, წლების განმავლობაში, ოპოზიცია ამბობდა, სააკაშვილი გასამართლებული იყო რაღაც მოგონილი პიჯაკების საქმეზეო. ერთ-ერთ მთავარი მტკიცებულება, რაც ამ საქმეში დევს, არის მათ შორის თვითმფრინავის ხარჯები, პირადი ხარჯები, პირადი ვიზიტები, რომელიც დაფინანსებული იყო ბიუჯეტიდან. ახლა მთავარი თემა და სკანდალი რაც გამოვლინდა, არის ის, რომ ჯარს აფინანსებინებდა საკუთარ გართობას და დროსტარებას. 14 მლნ ლარი არის გაფლანგული თავდაცვის სამინისტროდან არამიზნობრივად, პირადი ვოიაჟებისთვის. რა ესაქმებოდა სააკაშვილს პაბლო ესკობარის საფლავზე, რატომ ჩავიდა კოლუმბიაში? ის იყო საქართველოს სამარცხვინო პრეზიდენტი. ამას გარდა, 2 თვითმფრინავი შეაძენინა თავდაცვის სამინისტროს. ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემ ირგვლივ თუ რაიმე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, არაფერი მაქვს არავისთან დასამალი. არავის გაგხსენებიათ, გამოგეძიებინათ საიდან გამდიდრდა სააკაშვილის მთავრობის ყველაზე გაჭირვებული წევრი, კეზერაშვილი. მარტო ერთი კეზერაშვილის კორუფცია გადაწონის მთელი ამ 30 წლის განმავლობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს. ადამიანმა, რომელმაც გაძარცვა ჯარი, ახლა ევროპის პენსიონერები გაძარცვა. მილიარდ დოლარზე მეტია მოპარული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო