კონფერენცია „სახელმწიფოს როლი ინტერრელიგიურ დიალოგში“ გაიმართა

27 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა ქართულ-აზერბაიჯანული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფოს როლი ინტერრელიგიურ დიალოგში“.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვებით მიმართეს: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, აზერბაიჯანის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, მუბარიზ გურბანლიმ, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მუფტმა სალმან მუსაევმა, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დავით დავითაშვილმა, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა.

„გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რელიგიის როლზე თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, ინტერრელიგიური დიალოგის აუცილებლობაზე და სახელმწიფოს როლზე ინტერრელიგიურ დიალოგში.

კონფერენციის მეორე პანელი მიეძღვნა ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავს. პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის როლზე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ფორმირებაში. პანელი შეაჯამეს ზაზა ვაშაყმაძემ და მუბარიზ გურბანლიმ. ამით კონფერენციამ მუშაობა დაასრულა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება