ირაკლი ღარიბაშვილი - სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით არავითარი სანერვიულო არ არის - ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სავალუტო ფონდთან

რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, არავითარი სანერვიულო არ არის, ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სავალუტო ფონდთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრაიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქვეყანას ერთ-ერთი სამაგალითო საბანკო სისტემა აქვს შექმნილი.

„აქაც ვფიქრობ, სანერვიულო არაფერი გვაქვს, არც საბანკო სისტემას მთლიანად და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი, ეს თვითონ, ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, რამდენიმე თვის წინ იყვნენ ჩამოსულები, თქვეს, რომ სამაგალითო, ეფექტური სისტემა აქვს მთავრობას აწყობილი, სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაშინ როცა თქვენი ტელევიზიები და თქვენი პარტია დეზინფორმაციას ავრცელებდა მსოფლიოში, სააკაშვილის დედა მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდმა 40 მლნ-იანი პროგრამა საქართველოს ზაფხულში შეუჩერა. კითხვაზე, სებ-ის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ პროგრამის ამოქმედება დროში კიდევ უფრო გაიწელოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რომ ამას არ ელოდებიან და მეტიც, დარწმუნებით აღნიშნა, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ შესაძლებელია პროგრამა აღდგეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ და შეიძლება, გარკვეული დამატებითი ზომების მიღების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდი ქვეყანაში კვლავაც იყოს , - განაცხადა ნათია თურნავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო