ირაკლი ღარიბაშვილი - ვიღაცებს მართლა უნდათ უკრაინიზაცია, ავღანეთიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს

ვიღაცებს მართლა უნდათ უკრაინიზაცია, ავღანეთიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, აქ „უბედურება იქნებოდა“.

„კრიტიკას ვერ მივიღებ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც მიზანმიმართულად, გააზრებულად უღალატეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არა ერთგზის, დღესაც ღალატობენ. როცა ამბობენ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას, ამას ყოფილი მინისტრი, ბატონო ვანო მერაბიშვილი ღიად ამბობს, თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მეორე ფრონტს გახსნიან თურმე. ვინმეს თუ წარმოუდგენია, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა რას გულისხმობს და რა შედეგს მოუტანს და მოუტანდა ჩვენს ხალხს? ახლა რომ გადაადგილდებით მშვიდად, აქ უბედურება იქნებოდა, ვიღაცებს მართლა უნდა უკაინიზაცია, ავღანეთიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება