რუმინეთის საგარეო სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში - რუმინეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პროცესს - მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს

როგორც იცით, რუმინეთი ნამდვილად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. იმისთვის, რომ გვქონდეს დიდი ოჯახი ევროკავშირში, გვჭირდება მომზადება, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, დანიელა-ანდა გრიგორ-გიტმანმა ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკა, იმისთვის, რომ მეტი წევრები მივიღოთ, თუ როგორ გავხადოთ ევროკავშირი უფრო მედეგი, თუ როგორ ვუპასუხებთ კრიზისებს, რომელიც ყველას გვაზიანებს, როგორიცაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი რუმინეთის საზღვართან. ასე რომ, დღეს ჩვენი შეხვედრა ეძღვნება ევროპის მომავალს", - აღნიშნა რუმინელმა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, გაფართოების პროცესი არის წარმატებული პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს.

„რუმინეთი მხარს უჭერს გაფართოების პროცესს მომდევნო წლებში. ეს ორი პროცესი - გაფართოებისა და ევროკავშირის მომზადების პროცესები - პარალელურად უნდა წარიმართოს", - აღნიშნა დანიელა-ანდა გრიგორ-გიტმანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება