გორის მერია - გორში 5-წლიანი პაუზის შემდეგ „საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2023“ გაიხსნა

გორში 5 - წლიანი პაუზის შემდეგ „საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2023“ გაიხსნა. ღონისძიება 30 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალში საქართველოში არსებული აკადემიური და საბავშვო საგუნდო კოლექტივებიმონაწილეობენ. ასევე, პროფესიული გუნდები უცხოეთიდან.

„ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით იმართება.

გორში საგუნდო მუსიკის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს. ფესტივალი დიდი მაესტროს შალვა მოსიძის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც საერთაშორისოდ აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. სწორედ აღნიშნული გუნდის არსებობა იყო წინაპირობა პირველად საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალის დაარსებისა. ღონისძიება უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა იყო არა მარტო გორისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

ღონისძიების მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა მსმენელისთვის,“ - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროებში, ასევე ვებგვერდის - biletebi.ge საშუალებით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება