რუსთავის მედიათეკაში, ახალი პროექტი „შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან“ დაიწყო

რუსთავის მედიათეკაში, ახალი პროექტი „შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მედიათეკის სივრცემ ფსიქოლოგსა და მკვლევარს ზურა მხეიძეს უმასპინძლა.

ინფორმაციის თანახმად, ზურა მხეიძესთან შეხვედრას, ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.

„პირველ რიგში მისასალმებელია ის, რომ რუსთავში შეიქმნა სივრცე, სადაც აუდიტორიას თავისუფლად შეეძლება მოსვლა და მისთვის საინტერესო თემების მოსმენა. ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი სივრცეები, სადაც აზრის გამოთქმა შესაძლებელია იმ თემაზე, რაც თავად აუდიტორიას სჭირდება და არა ვიღაცის მხრიდან თავზე მოხვეული თემატიკაა, დეფიციტურია. რუსთავის მედიათეკაში სასიამოვნო გარემოა, ახალგაზრდები რაც მეტ ცოდნას მიიღებენ და მეტ ინტერესს დაიკმაყოფილებენ, მით კარგია, რადგან ადამიანის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ზურა მხეიძემ.

მერიის ინფორმაციით, მედიათეკის ახალი პროექტის მიზანია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობის შექმნა, შემეცნებისა და განვითარების გზების აღმოჩენა.

„რუსთავის მედიათეკამ დღეს დაიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობს ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან ახალგაზრდების შეხვედრებსა და დისკუსიებს. პირველი შეხვედრა ჩატარდა ცნობილ ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან, საუბრის თემა იყო „თვითმოტივაცია“. მომავალში ვაპირებთ შეხვედრების ამ ციკლის გაგრძელებას და ვეცდებით, რომ თითოეული მედიათეკელის ინტერესი გავითვალისწინოთ“, - განაცხადა მედიათეკის პროექტის ხელმძღვანელმა, მარიამ ლაცაბიძემ.

ინფორმაციის მიხედვით, რუსთავის მერიის მიერ მედიათეკის კონცეფცია, ბიბლიოთეკების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა და ახალი თანამედროვე შენობა აშენდა. მედიათეკა წევრებს სთავაზობს თანამედროვე და კომფორტულ გარემოს, მუდმივად განახლებად წიგნთა ფონდს, მრავალფეროვან დარგობრივ ლიტერატურას, როგორც ქართულ ისე უცხოურ ენებზე, ელექტრონულ რესურსებზე წვდომას, სხვადასხვა თემატურ კლუბებს, პროექტებსა და აქტივობებს.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

რუსთავის მედიათეკაში, ახალი პროექტი „შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან“ დაიწყო

რუსთავის მედიათეკაში, ახალი პროექტი „შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მედიათეკის სივრცემ ფსიქოლოგსა და მკვლევარს ზურა მხეიძეს უმასპინძლა.

ინფორმაციის თანახმად, ზურა მხეიძესთან შეხვედრას, ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.

„პირველ რიგში მისასალმებელია ის, რომ რუსთავში შეიქმნა სივრცე, სადაც აუდიტორიას თავისუფლად შეეძლება მოსვლა და მისთვის საინტერესო თემების მოსმენა. ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი სივრცეები, სადაც აზრის გამოთქმა შესაძლებელია იმ თემაზე, რაც თავად აუდიტორიას სჭირდება და არა ვიღაცის მხრიდან თავზე მოხვეული თემატიკაა, დეფიციტურია. რუსთავის მედიათეკაში სასიამოვნო გარემოა, ახალგაზრდები რაც მეტ ცოდნას მიიღებენ და მეტ ინტერესს დაიკმაყოფილებენ, მით კარგია, რადგან ადამიანის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ზურა მხეიძემ.

მერიის ინფორმაციით, მედიათეკის ახალი პროექტის მიზანია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობის შექმნა, შემეცნებისა და განვითარების გზების აღმოჩენა.

„რუსთავის მედიათეკამ დღეს დაიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობს ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან ახალგაზრდების შეხვედრებსა და დისკუსიებს. პირველი შეხვედრა ჩატარდა ცნობილ ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან, საუბრის თემა იყო „თვითმოტივაცია“. მომავალში ვაპირებთ შეხვედრების ამ ციკლის გაგრძელებას და ვეცდებით, რომ თითოეული მედიათეკელის ინტერესი გავითვალისწინოთ“, - განაცხადა მედიათეკის პროექტის ხელმძღვანელმა, მარიამ ლაცაბიძემ.

ინფორმაციის მიხედვით, რუსთავის მერიის მიერ მედიათეკის კონცეფცია, ბიბლიოთეკების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა და ახალი თანამედროვე შენობა აშენდა. მედიათეკა წევრებს სთავაზობს თანამედროვე და კომფორტულ გარემოს, მუდმივად განახლებად წიგნთა ფონდს, მრავალფეროვან დარგობრივ ლიტერატურას, როგორც ქართულ ისე უცხოურ ენებზე, ელექტრონულ რესურსებზე წვდომას, სხვადასხვა თემატურ კლუბებს, პროექტებსა და აქტივობებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა