პაატა მანჯგალაძე - ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრად, „ქართული ოცნება“ - ხელისუფლებაში და რუსი ჯაშუშების „გულაობა“ საქართველოში

შეურაცხყოფა ქართველი ხალხის არის ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად, „ქართული ოცნება“ - ხელისუფლებაში და რუსი ჯაშუშების „გულაობა“ საქართველოში, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებებს სტატუსთან დაკავშირებით.

მანჯგალაძის შეფასებით, პარტნიორებს, რომლებმაც დახმარება უნდა გაუწიონ ქვეყანას კეთილდღეობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ულტიმატუმებით არ ელაპარაკებიან.

მისივე თქმით, „საქართველოს უფრო მეტად სჭირდება ევროპა, ვიდრე ევროპას საქართველო და ეს ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს“.

„ნეგატიურ კონტექსტში იხსენიებენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტორები არიან და პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩენენ ჯაშუშ ფარცხალაძის მსგავს ადამიანებს. ამის გაგრძელებაა ძველ დროში ხაინდრავა, ახლა ფარცხალაძე და უამრავი გაშიფრული ჯაშუში „გულაობს“ საქართველოში”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური გადაწყვეტილება მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იქნება.

მისივე თქმით, „მიუღებელია მცდელობა, ვიღაცამ დაგვჩაგროს და უკანა რიგებში გადაგვსვას“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია