საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლონდონში, ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ლონდონში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე და ინგლისის და უელსის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. ირაკლი შოთაძემ ბრიტანელ კოლეგას საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმებისა და პროკურატურის შემდგომი განვითარების სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ამასთან, აღნიშნეს, რომ შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება