იტალიაში, ვეზუვის მთაზე მიწისძვრების სერია მოხდა - მოსახლეობის ევაკუირების საფრთხეა გამოცხადებული

იტალიაში, ვეზუვის მთაზე მიწისძვრების სერია მოხდა: მოსახლეობის ევაკუირების საფრთხეა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ე. წ. სუპერვულკანზე - ვეზუვიზე, ასობით მცირე მიწისძვრების შედეგად, ნეაპოლის მაცხოვრებელთათვის მასობრივი ევაკუირება შეიძლება გახდეს საჭირო.

ინფორმაციას ვეზუვის ვულკანის ობსერვატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯუზეპე დე ნატალე ავრცელებს.

„გუშინ ამ რაიონში 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა – ეს უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ბიძგია. სტრუქტურული დაზიანებების კვალი ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის, მაგრამ თუ ვეზუვიზე უფრო დიდი ვულკანი - კამპი-ფლეგრეის ამოფრქვევა სრული სიმძლავრით მოხდა, ის მილიონობით ადამიანის მსხვერპლს გამოიწვევს“, - განაცხადა მეცნიერმა.

ექსპერტების თქმით, ამოფრქვევის უშუალო საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ შენობების შემოწმება აუცილებელია, რადგან ვულკანების აქტივობა ყოველთვიურად დედამიწის ზედაპირის აწევას 1,5 სმ-ით ახდენს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება