მიხეილ სარჯველაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონკრეტული პოზიციის რაიმე ფორმით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „გადაბმა“ საფუძველს მოკლებულია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონკრეტული პოზიციის რაიმე ფორმით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „გადაბმა“ საფუძველს მოკლებულია, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ IMF-ის პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

სარჯველაძე ამ თემაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, IMF-ის პროგრამის შეჩერებაზე სპეკულაციების წამოწყება არასწორია და „შეგნებულად ან დილეტანტობით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს“.

„არის კონკრეტული საკითხი, რაც კონკრეტულ კანონპროექტს უკავშირდება. აუცილებელია შემდგომი კონსულტაციები. ეს არამც და არამც დაკავშირებული არ არის იმ ცხელ პოლიტიკურ ფონთან, რასთან დაკავშირებასაც ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია და მის მხარდამხარ ვიოლა ფონ კრამონი ცდილობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ ევროკომისია და ევროპარლამენტი არ არიან კმაყოფილი საქართველოს მთავრობის პროგრესით, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება