გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე - პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ივანიშვილის წარმომადგენელია ფარცხალაძე და არაფერს იზამენ

პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ფარცხალაძე ივანიშვილის წარმომადგენელია - ღარიბაშვილიც ივანიშვილის წარმომადგენელია და ამიტომ არაფერს იზამენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის ფარცხალაძეზე გაკეთებულ განცხადებაში გასაკვირი აღარაფერია, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს უტიფრობის დონეზე.

"ვიცოდით, რომ მოსკოვში დადიოდა, ურთიერთობა ჰქონდაო და აქ იგულისხმება, რომ იცოდნენ, რუსეთის მოქალაქე რომ გახდა. ან რატომ არ დაინტერესდნენ, რომ ასეთ დროს, როდესაც დასავლეთის სანქციებია და რუსეთის იზოლაციაა, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, მსხვილი ბიზნესმენი ჩვენს მტერთან იქ რაღაც სტრუქტურებს აგებს.

პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მათი, ივანიშვილის წარმომადგენელია ფარცხალაძე. ღარიბაშვილიც ივანიშვილის წარმომადგენელია და ამიტომ არაფერს იზამენ. დანარჩენი ბოდვა, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს და არ მოუმართავთო - არავინ უნდა მოგმართოს, შენი ქვეყნის მტერთან თუ ვინმე თანამშრომლობს, იმას პირველ რიგში, შენ უნდა იძიებდე", - აცხადებს გიგა ბოკერია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო