თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის ფორუმი გაიმართა

თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის რიგით მე-3 ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბლისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმში თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ კიღურაძემ და ამავე ცენტრის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების მონაწილეებს გელა ჩივიაშვილმა სიტყვით მიმართა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, აღნიშნა, რომ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, მუნიციპალიტეტმა საპილოტე რეჟიმში დააფინანსა HPV ტესტირების პროცესი.

„თბილისის მერია, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს HPV ტესტირებას გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის ქალებში, როგორც თანამედროვე და ზუსტ დიაგნოსტიკას. ტესტირება 2021 წელს 1 000 ქალს ჩაუტარდა. იმის გარდა, რომ HPV ტესტი გაცილებით ზუსტ სურათს იძლევა საშვილოსნოს ყელის დაზიანებებისა და კიბოს რისკის შესახებ, მისი ჩატარება PAP ტესტისგან განსხვავებით, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, ხუთ წელილადში ერთხელ იქნება საკმარისი, რაც მოგეხსენებათ, ფსიქოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე გაცილებით კომფორტულია“, - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

„ფორუმის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამის ადგილობრივი სპეციფიკა, მიღწევები და ის შედეგები, რაც სამომავლო განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაეზიარებინათ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შედეგები და გამოწვევები, ესაუბრათ HPV ვაქცინაციასა და პროგრამის მენეჯმენტზე.

ფორუმი გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ალიანსი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 17 ქვეყნის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მრავალსექტორულ გუნდებს აერთიანებს და მისი მიზანი საშვილოსნოს ყელის კიბოს, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის აღმოფხვრის, რეგიონული სტრატეგიის შემუშავებაა.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში PAP–ტესტი, საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპია, ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, უფასოდ ტარდება“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო