„თბილისობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისობა 2023“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 28 სექტემბრის 23:00 საათიდან 3 ოქტომბრის 08:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მშრალი ხიდიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩას დაუკავშირდებიან.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებითაც, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა კი შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.

ამასთან, 29 სექტემბრის 12:00 საათიდან პირველი ოქტომბრის 00:00 საათამდე, მოძრაობა აიკრძალება ხეთაგუროვის ქუჩაზე, N6-დან N40-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, რის გამოც, ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N320, N323 ავტობუსები და N536 მიკროავტობუსი, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან ტოლსტოის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, შემდეგ კი ხეთაგუროვისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

უკუმიმართულებისას, აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რის შემდეგაც, N323 ხეთაგუროვის ქუჩაზე გადაინაცვლებს და მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება, ხოლო N320 და N536 ზაარბრიუკენის მოედნიდან უკვე არსებული მარშრუტით იხელმძღვანელებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება