Edison Research - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 37% „ქართული ოცნებას“ მისცემდა ხმას, „გამარჯვების პლატფორმას“ - 22%, „საქართველოსთვის“ - 10%

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 37%

„გამარჯვების პლატფორმა“ - 22%

„საქართველოსთვის“ - 10%

„გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 4%

„ლეიბორისტული პარტია“ - 4%

„ლელო“ - 4%

„ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%

„კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%

„მოქალაქეები“ - 2%

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%

„პატრიოტთა ალიანსი“ - 1%

სხვა - <1%

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციის გარეშე:

„ქართული ოცნება“ - 25%

„გამარჯვების პლატფორმა“ - 15%

„საქართველოსთვის“ - 6,8%

„გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 3%

„ლეიბორისტული პარტია“ - 2,9%

„ლელო“ - 3,9%

„ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 2,9%

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 2,6%

„კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 2%

„ხალხის ძალა“ - 1,9%

„მოქალაქეები“ - 1,2%

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 0,9%

„პატრიოტთა ალიანსი“ - 0,8%

„სხვა“ - 0,4%

„არ ვიცი/უარი პასუხზე“ - 31,8%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება