შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ ტონგ ოპის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო.

მხარეებმა ისაუბრეს, ასევე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და World Expo 2030-თან დაკავშირებული საკითხების თაობაზე.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს შესამჩნევად გაიზარდა საქართველოსადმი აზიის ქვეყნების ინტერესი. შესაბამისად, ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ოქტომბერში საქართველოში ველოდებით კორეის რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას ეკონომიკური მიმართულებით. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბიზნესმენებთან", - განაცხადა შოთა ხაბარელმა შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის საკითხზე გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მიღებულია და საელჩო უკვე 2024 წლისთვის გაიხსნება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს