რუსების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად 3 ქალი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“რუსებმა ხერსონი არტილერიით დაბომბეს. ახლა სამი გარდაცვლილი ქალის შესახებ არის ცნობილი”, - წერს ერმაკი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ დააკონკრეტა, რომ რუსებმა ხერსონის საცხოვრებელი უბანი დაბომბეს.

“დაიღუპა სამი ქალი, რომლებიც იმ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ. ყოველი დღე მტრის დაბომბვების ქვეშ. მხოლოდ გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ხერსონის რაიონს 10-ჯერ დაარტყეს არტილერიით”, - წერს კლიმენკო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება