ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის ორჯერ დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადებას ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დილით ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების რადიოლოკაციურმა საშუალებებმა და საჰაერო თავდაცვის სამხედროებმა “პოლონეთის საჰაერო ხომალდის მოახლოება” დააფიქსირეს.

“დაახლოებით 15:20 საათზე საჰაერო ხომალდმა ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარი გადაკვეთა და კილომეტრ-ნახევრით სიღრმეში შევიდა. 16: 22 წუთზე ვერტმფრენმა განმეორებით დაარღვია სახელმწიფო საზღვარი და 300 მეტრით შემოვიდა”, - წერია განცხადებაში.

მათი თქმით, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტის ნოტას ამზადებს.

პოლონურ მხარეს კომენტარები ჯერ არ გაუკეთებია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება