აშშ-ის წარმომადენელთა პალატაში  ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე პირველი მოსმენა გაიმართა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში "რესპუბლიკელებმა", რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის გამოძიებას ხელმძღვანელობენ, პირველი მოსმენა გამართეს.

CNN-ი იუწყება, რომ "რესპუბლიკელებმა" იმპიჩმენტის გამოძიების მთავარ აქცენტად მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს გარიგებები აქციეს, თუმცა დღემდე არ გამოუვლენიათ მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა შვილის ბიზნეს საქმიანობიდან ფული მიიღო. მოწმეებმა, რომლებმაც კოლეგიის წინაშე ჩვენება მისცეს, განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მტკიცებულება ბაიდენის იმპიჩმენტისთვის.

"რესპუბლიკელები" ამტკიცებენ, რომ ბაიდენმა და მისმა ოჯახმა ისარგებლეს იმ პოლიტიკით, რომელსაც ის ატარებდა ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს 2009-2017 წლებში.

ისინი ასევე ირწმუნებიან, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებაში ჩაერია.ხუთშაბათს, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა თქვა, რომ გამოძიების ფარგლებში გამოითხოვა საბანკო ჩანაწერები, რომლებიც ეკუთვნოდა ჰანტერ ბაიდენს და პრეზიდენტის ძმას, ფრენკ ბაიდენს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება