დედაქალაქის მასშტაბით 119 დაუსრულებელი მშენებლობაა აღრიცხული

დედაქალაქის მასშტაბით 119 დაუსრულებელი მშენებლობაა აღრიცხული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, დედაქალაქის მთავრობამ დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემების მოკვლევა და მისი გადაწყვეტისთვის შესაბამისი გზების ძიება 2018 წელს დაიწყო და 119 დაუსრულებელი მშენებლობა აღირიცხა. უწყების ინფორმაციითვე, ამ დროისთვის აღრიცხული დაუმთავრებელი მშენებლობიდან 60-ზე, მერიას შესაბამის მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აქვს მიღებული, 5 სამშენებლო ობიექტზე კი აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო.

თუ რას გულისხმობს მერიის მხრიდან დაუმთავრებელ მშენებლობებთან მიმართებით შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებები, დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ მერია კონკრეტული დაუსრულებელი მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდას ან სანაცვლოდ, ალტერნატიულ ტერიტორიას სთავაზობს.

“თბილისის მერია ერთადერთი შემთხვევაში გასცემს თანხმობას K [მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი] კოეფიციენტის ზრდაზე (ეს ეხება მხოლოდ დაუსრულებელ მშენებლობებს) - თუ ინვესტორი დაინტერესდება კონკრეტული დაუსრულებელი მშენებლობით და მოკიდებს ხელს მის მშენებლობას, მერია მისცემს უფლებას, გაზარდოს K კოეფიციენტი ან სანაცვლოდ სხვა ტერიტორიას შესთავაზებს, რომელსაც ინვესტორი გამოიყენებს, რა თქმა უნდა, იმ ხარჯების დასაფარად, რა ხარჯებსაც გასწევს. შექმნილია დაუსრულებელი მშენებლობების კომისია, რომელსაც მერის მოადგილე ხელმძღვანელობს. ამ კომისიაზე გადის ყველა პრობლემური საკითხი. დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფები მიმართავენ კომისიას და მათთან შეთანხმებით, მათი აბსოლუტური ჩართულობით ხდება ყველა პროცედურის გავლა - შეხვედრა ინვესტორებთან, მათთან მოლაპარაკებები”, - განმარტავენ დედაქალაქის მერიაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება