მეზობლების ინფორმაციით, შვილმა მამის ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით პლედებში გაახვია, ავტომობილის საბარგულში მოათავსა და აგარაკზე დამალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლულის ახლობლები საუბრობენ, მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, შვილმა მამის ცხედარი პლედებში გაახვია, ავტომობილის საბარგულში მოათავსა და თბილისთან ახლომდებარე აგარაკზე დამალა.

მეზობლების ინფორმაციით, მამა-შვილს შორის უთანხმოებას ადგილი ხშირად ჰქონდა.

„ძირითადად, თბილისში ცხოვრობდნენ, ოჯახი სოფელში ხშირად არ ჩამოდიოდა, თუმცა, ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობაზე გვქონდა ინფორმაცია. გარდაცვლილი საუკეთესო ადამიანი იყო, ძალიან კარგი კაცი, ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა, შვილი კი - სრულიად განსხვავებული, ხშირად კამათობდა მამასთან, არც ხასიათით გამოირჩეოდა, უცნაური ბიჭი იყო ყოველთვის. ამ შემზარავ ფაქტზე მოგვიანებით გავიგეთ. სანადირო თოფით მოუკლავს, მერე კი, კვალი რომ დაეფარა, მამის ცხედარი გაუხვევია პლედებში, საკუთარი ავტომანქანის საბარგულში მოუთავსებია და ასე გადაუტანია თბილისში. თბილისთან ახლოს აგარაკიც აქვთ და იქ დაუმალავს. გაოგნებულია ყველა, მართლა საუკეთესო ადამიანი იყო უშანგი ინაური, მეუღლე შარშან გარდაეცვალა, ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა - ყველაფერი შეუძინა, მაგრამ ამ შვილის, 28 წლის ბიჭის ხელით დაიღუპა. კარგია, რომ მალევე დააკავეს“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ მოკლულის მეზობელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

მეზობლების ინფორმაციით, შვილმა მამის ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით პლედებში გაახვია, ავტომობილის საბარგულში მოათავსა და აგარაკზე დამალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლულის ახლობლები საუბრობენ, მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, შვილმა მამის ცხედარი პლედებში გაახვია, ავტომობილის საბარგულში მოათავსა და თბილისთან ახლომდებარე აგარაკზე დამალა.

მეზობლების ინფორმაციით, მამა-შვილს შორის უთანხმოებას ადგილი ხშირად ჰქონდა.

„ძირითადად, თბილისში ცხოვრობდნენ, ოჯახი სოფელში ხშირად არ ჩამოდიოდა, თუმცა, ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობაზე გვქონდა ინფორმაცია. გარდაცვლილი საუკეთესო ადამიანი იყო, ძალიან კარგი კაცი, ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა, შვილი კი - სრულიად განსხვავებული, ხშირად კამათობდა მამასთან, არც ხასიათით გამოირჩეოდა, უცნაური ბიჭი იყო ყოველთვის. ამ შემზარავ ფაქტზე მოგვიანებით გავიგეთ. სანადირო თოფით მოუკლავს, მერე კი, კვალი რომ დაეფარა, მამის ცხედარი გაუხვევია პლედებში, საკუთარი ავტომანქანის საბარგულში მოუთავსებია და ასე გადაუტანია თბილისში. თბილისთან ახლოს აგარაკიც აქვთ და იქ დაუმალავს. გაოგნებულია ყველა, მართლა საუკეთესო ადამიანი იყო უშანგი ინაური, მეუღლე შარშან გარდაეცვალა, ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა - ყველაფერი შეუძინა, მაგრამ ამ შვილის, 28 წლის ბიჭის ხელით დაიღუპა. კარგია, რომ მალევე დააკავეს“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ მოკლულის მეზობელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის