მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ცნობების ელექტრონული წესით გაცემა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომსახურების სააგენტოს მობილურ აპლიკაციასა (service agency) ან/და ვებგვერდზე (my.sa.gov.ge) დარეგისტრირებულ პირებს ცნობის მისაღებად, განაცხადის შევსება და დამზადებული დოკუმენტის მიღება, ადგილზე მისვლის გარეშე, ელექტრონული წესით შეუძლიათ.

„ხოლო, ის პირები, რომლებიც ცნობის მისაღებად განაცხადს, ადგილზე მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში გააკეთებენ, დამზადებულ დოკუმენტს, ასევე ელექტრონული წესით მიიღებენ. მოქალაქეებს, განაცხადის შევსებისას დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, გაეგზავნებათ შესაბამისი ბმული, საიდანაც ცნობის ჩამოტვირთვას შეძლებენ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მომსახურების სააგენტომ ორი ახალი სახის ცნობის გაცემა დაიწყო: გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლობის შესახებ ცნობა, სადაც აისახება ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის გაქარწყლებული და მოხსნილი ნასამართლობის და სასჯელისაგან (სასჯელის მოხდისაგან) გათავისუფლების შესახებ;

სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ცნობა, სადაც აისახება ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა- გადმოკვეთის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 10-ზე მეტი სახის ცნობა გაიცემა. დაინტერესებულ პირს აღნიშნული ცნობის ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება და თარგმანი შეუძლია მოითხოვოს.

სააგენტოში ცნობის თარგმნა შესაძლებელია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, თურქულ, იტალიურ, ფრანგულ, ესპანურ და ბერძნულ ენებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო