საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისმა (UNOPS), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გადასცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა. სტუმრებისთვის მოეწყო თოკზე გადარჩენის, ხანძრის ქრობის და ურბანული სამძებრო-სამაშველო სიმულაციური ოპერაციები. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გადაცემული მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მოიცავს წყლის, სამთო და მაღაროში სამაშველო ოპერაციების განხორციელებისთვის სპეციალიზებულ აღჭურვილობას, ასევე სახანძრო უსაფრთხოების ინსპექტირების სისტემებსა და სხვადასხვა სასწავლო აღჭურვილობას.

აღნიშნული ტექნიკური დახმარება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობებს კრიზისულ სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების მიმართულებით და ხელს შეუწყობს სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერებას საქართველოში.

აღნიშნული აღჭურვილობის გადაცემა განხორციელდა გაეროს საპროექტო მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - ფარგლებში.

პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო