ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია კიდევ შვიდ სპორტულ მოედანს ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში შვიდი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 606 000-მდე ლარი დახარჯა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სანზონის დასახლებაში, N9 და N25 კორპუსებთან, ასევე, გვაზაურის ქუჩა N4-ის მიმდებარედ განახლებული მოედნები ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.

„მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ჩვენთვის პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ამ მხრივ, ახალგაზრდების წახალისებას, რისთვისაც საჭიროა მეტი და მეტი მოწესრიგებული სპორტული სივრცე. სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ მინი სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

კომბინირებულ მოედნებზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება