საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება

საქართველოს მასშტაბით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით (პროექტის - ,,საზღვრის და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის“) განხორციელდა. უახლესი აღჭურვილობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ერთდროულად გადაეცათ. როგორც საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ აღნიშნა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, უწყების მოდერნიზაციის მიმართულებით, არაერთი დახმარება განხორციელდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის ადმინისტრირების პროცესში.

„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყოველი თქვენი ახალი მხარდაჭერა მაქსიმალურად შედეგიანია და ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გამოყენებული იქნება, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონშესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ასევე კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობის გაუმჯობესების მიმართულებით. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პროექტს მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატს“, - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროდელეგაციის წარმომადგენელი ევია კოტანი, IOM-ის საქართველოს ხელმძღვანელი, სანია დასელებიჩ ლუკოვაკი, შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, ასევე შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და ორი უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო