ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის მისია ეწვია

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს თბილისში მიმდინარე საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის ფორუმის 80 მონაწილისგან შემდგარი მისია ეწვია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, რეგიონული ალიანსის წევრები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 17 ქვეყნისა და ტერიტორიის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორისა და პროფესიული ასოციაციებისგან შედგება, კიბოს სკრინინგული პროგრამის მიმდინარეობას და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ.

„სტუმრები სკრინინგ ცენტრის დიდუბისა და ვარკეთილის ფილიალებს ეწვივნენ, სადაც სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, სამედიცინო სამსახურის უფროსმა თამარ სხირტლაძემ და ფილიალების მენეჯერებმა, ნორა კიკაჩეიშვილმა, გვანცა გულიაშვილმა და ნინო ბირკაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკასთან, სკრინინგის პროგრამებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს.

სტუმრებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და თანამედროვე მეთოდების, პრაქტიკისა და ინოვაციური მიდგომების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით, ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის, თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში PAP–ტესტი, საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპია, ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, უფასოდ ტარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება