ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ჩვენებას საინჟინრო ექსპერტი მისცემს, რომელმაც საექსპერტო დასკვნაში აღნიშნა, რომ არც პროექტში და არც დასრულებულ სამუშაოებში უსაფრთხოების რელე დამონტაჟებული არ იყო.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალი რამდენიმე პირს აქვს წარდგენილი, მათ შორის, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს. მას სამსახურებრივი გულგრილობის ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი.

ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.

აღნიშნულის საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 9 პირს ჰქონდა წარდგენილი, საიდანაც სასამართლომ 8 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება