ქუთაისში „ეკო ინოვაციების აკადემია“ გაიხსნა

ქუთაისის მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში მიმდინარე საგრანტო პროექტი „მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“. პორტფელის მიხედვით მრავალსექტორული ინტერვენციები ხორციელდება ქალაქის „ეკო სმარტ ქალაქად“ გარდაქმნის მისაღწევად, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტის მიმართულებით გაიხსნა „ეკო ინოვაციების აკადემია“, რომელიც მოსწავლე- ახალგაზრდობას ხელს შეუწყობს პრაქტიკული უნარების განვითარებისა და ურბანული ინოვაციური სმარტ იდეების წახალისებაში. პარტნიორმა ორგანიზაციამ „იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრი“ შეიმუშავა „გამოყენებითი ეკო ინოვაციების აკადემიის“ სასწავლო კურიკულუმი და ტრენინგ-კურსი. ტრენინგ-კურსის „ენერგოეფექტურობა და მწვანე შენობები“ პრეზენტაცია ქუთაისის მერიაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისი მერი იოსებ ხახალეიშვილი, მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელები ქეთევან ცხაკაია და თამარ მოსეშვილი, ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

„გამოყენებითი ეკო ინოვაციების აკადემიის“ ტრენინგ-კურსში მონაწილეობენ 13-16 წლის მოსწავლეები. მათ 3 დღის განმავლობაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბაზაზე, ჩაუტარდებათ სემინარები ეკო სმარტ ქალაქების კონცეფციის და ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე.

„ქუთაისმა მიზნად დაისახა გახდეს ლიდერი ქალაქი საქართველოში ეკო-სმარტ მიმართულებით. ამისათვის შევიმუშავეთ საცდელი ინიციატივები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც ტრადიციულ მიდგომებს შეცვლის სისტემური ინოვაციური მიდგომებით.

ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო კომპონენტი, რათა სწორედ მომავალმა თაობამ მოახდინოს ეკო იდეების რეალობად ქცევა. საინტერესო ტრენინგ-კურსი წარმოგვიდგინა ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ მეცნიერთა კავშირმა „სპექტრმა“. ჩვენ არაერთი წელია წარმატებულად ვთანამშრომლობთ და მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ამ ნაყოფიერი ურთიერთობისთვის.

„გამოყენებითი ეკო ინოვაციების აკადემიის“ ტრენინგ-კურსის მსმენელები, ჩვენი მოსწავლეები ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მიიღებენ ამ ტრენინგზე. ეს არის ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის საუკეთესო საშუალება,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის