მიხეილ სააკაშვილი - მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა - უფროსი თაობებიც უნდა ჩაერთონ მასში

მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა - მე ვიცი, რომ უფროს თაობებს ბევრად მეტი აქვთ დასაკარგი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ გზავნილშია აღნიშნული.

მისი თქმით, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მისცემენ.

„ჩემი აზრით, საქართველოს მისცემენ სტატუსს, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, რაც ქართველების ყოველდღიურობაში არაფერს შეცვლის და მეორეც, მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა, ამაზე ყოველდღიური მუშაობაა საჭირო და უფროსი თაობებიც უნდა ჩაერთონ მასში, სწორედ მათ ითამაშონ მთავარი როლი და არ გადაულოცონ ეს ფუნქცია მხოლოდ ახალგაზრდულ სტიქიას.

მე ვიცი, რომ უფროს თაობებს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, უმეტესობას ვალები აქვს, სამსახურის დაკარგვის ეშინია, ბევრი გასულია და დანარჩენები გასვლაზე ოცნებობენ, მაგრამ „ოცნებას“ აღარ ჰყავს რეალური იდეოლოგიური მხარდამჭერები. რუსეთი და ივანიშვილი არიან ისტორიის არასწორ მხარეს, უკრაინა ყველა შემთხვევაში დასავლეთის დახმარებით დაამარცხებს რუსეთს, რითიც საფუძველს დაუდებს რუსეთის დაშლის პროცესს. აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ და სომხეთის ღიად გადახრამ დასავლეთისკენ, დაარღვია რუსეთის მთავარი პარადიგმა სამხრეთი კავკასიაში.

რუსეთს აღარ აქვს არცერთი ხალხის მხარდაჭერა კავკასიის 3 ქვეყანას შორის, ამიტომ, როგორც არ უნდა დაქსაქსოთ ოპოზიციის მოლაპარაკე თავები, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში.

მე თვითონაც საკუთარ საკადრო შეცდომებზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, პატიმრობაში კარგად დავინახე თუ ვინ ვინ არის და ვაპირებ, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის პატიმრობიდან გათავისუფლებას!“, - აცხადებს სააკაშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო