ზურაბ აზარაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს ბეატე ანდრეეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს,ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. ისაუბრეს ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე, შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურულ და ინსტიტუციურ განვითარებასა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის, მზადყოფნა გამოხატეს.

შეხვედრას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონსულტანტი ეკატერინე ქარჩხაძეც ესწრებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება