პარტია „ლელოში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა

პარტია „ლელოში“ განახლებისა და შიდაპარტიულ სტრუქტურული ცვლილებების პროცესი გრძელდება.

როგორც „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამდივნოში განხორციელებული გადაადგილების შემდეგ, სიახლეა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ პარტიას შეემატა „პალიტრა მედიის“ ყოფილი ჟურნალისტი კოკა კვირკველია, რომელიც „ლელოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გახდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად კი, ია ადეიშვილი დაინიშნა.

როგორც პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს „ლელო“ აგრძელებს შიდაპარტიული სტრუქტურის გაძლიერებას და საკადრო ცვლილებების მიღმა აქტიურად მუშაობს პარტიის საარჩევნო პროგრამაზე.

„ლელო“ ინტენსიურად მუშაობს წინასაარჩევნო პროგრამაზე, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. გვაქვს ბევრი საინტერესო სიახლე, რომელიც გამოგვარჩევს სხვებისგან და იქნება ასოცირებული მხოლოდ ლელოსთან. ეს სიახლეები საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება “, - აცხადებს კუპრაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება