სებ-ი - საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 30 ივნისის მდგომარეობით, 29.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით - 29.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 275.3 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

„საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -29.6 მლრდ აშშ დოლარი (-77.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -105.2 პროცენტია (მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -110.1 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 275.3 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 15.1 მლრდ აშშ დოლარია (39.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 354.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 44.7 მლრდ აშშ დოლარი (117.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 629.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა