„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Dev Fest 2023 გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამიტომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და GDG - ის ორგანიზებით, Google – ის ღონისძიება Dev Fest 2023, 1 ოქტომბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Dev. Fest საქართველოში უკვე მეათედ იმართება. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრები შეძლებენ დაესწრონ როგორც ინდივიდუალურ სესიებს, ასევე პანელურ დისკუსიებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ვორქშოფებში, სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებში.

„ღონისძიების მთავარი სცენა სპიკერებს დაეთმობა, რომლებიც ისაუბრებენ Google-ის ტექნოლოგიების, Software Engine პრინციპების გამოყენებაზე, Machine Learning-სა და Data Science-ზე. მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის მთავარი მონაცემთა ანალიტიკოსი მიხეილ ნადარეიშვილი, რომელიც ML-სა და Data Science-ზე ისაუბრებს, და გიორგი ვახტანგიშვილი, „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც პროდუქტის განვითარების პროცესსა და გამოწვევებზე ისაუბრებს, „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მენეჯერის მაგალითზე.

პანელური დისკუსიის მონაწილეები კი განიხილავენ პროდუქტების და პროექტების მენეჯმენტს ტექის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკებსა და community-ის განვითარების პერსპექტივებს.

„მოხარულები ვართ, რომ DevFest უკვე მეათედ იმართება საქართველოში. „საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა Google Developers Group (GDG) - თან პარტნიორობა და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება, მათ შორის DevFest-ის რომელიც, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იმართება და 300 000 მდე ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს აერთიანებს. DevFest–ზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ ინდივიდუალურ სესიებს, ჩაერთონ შინაარსობრივ დისკუსიებში, გაცვალონ იდეები და გაიცნონ თანამოაზრეები. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიორგი ვახტანგიშვილმა.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება