პრემიერი - მესამე წელია ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს ვაგრძელებთ - 8 თვეში ეკონომიკის ზრდა 7%-ს შეადგენს, რაც ყველა გარემოებისა და მსოფლიოში მიმდინარე ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი პროგრესია

მესამე წელია ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს ვაგრძელებთ - 8 თვეში ეკონომიკის ზრდა 7%-ს შეადგენს, რაც ყველა გარემოებისა და მსოფლიოში მიმდინარე ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი პროგრესია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად მიმდინარე წლის ბიუჯეტში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო გათვლილი, თუმცა დაკორექტირდა და ზრდა 6.5%-ზეა ნავარაუდევი.

„ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც დღეს პარლამენტში გადავაგზავნით. ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო 2 წელია და მესამე წელია ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს ვაგრძელებთ. ბიუჯეტი დავაკორექტირეთ - 6.5%-ზეა ნავარაუდევი წელს ეკონომიკის ზრდა. თუმცა თავიდან დათვლილი იყო ძალიან კონსერვატიულად - 5%-ზე იყო გათვლილი. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ 8 თვეში ეკონომიკის ზრდა 7%-ს შეადგენს, რაც ყველა გარემოებისა და მსოფლიოში მიმდინარე ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი პროგრესია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება