ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორის განცხადებით, პროექტის ცვლილებებს ექსპერტიზა ჩატარებული არ ჰქონდა, თუმცა მერიის საქალაქო სამსახურმა პროექტის ცვლილებები მიიღო და მის საფუძველზე სამუშაოები განხორციელდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, პროექტის ცვლილებებს ექსპერტიზა ჩატარებული არ ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მერიის საქალაქო სამსახურმა პროექტის ცვლილებები მიიღო და მის საფუძველზე სამუშაოები განხორციელდა.

აღნიშნულ საქმეზე დღეს სასამართლოში ჩვენება საინჟინრო-ტექნიკურმა ექსპერტმა მისცა. მისი ჩვენების მიხედვით, პროექტის ცვლილებები უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში არ იყო.

„საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პროექტი, რომელიც წარდგენილი იყო მერიის საქალაქო სამსახურში და პროექტის ცვლილებები, რომელიც შემდეგ „გრინსერვის პლუსმა“ წარადგინა, უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში არ იყო. ასევე, მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ შესრულებული სამუშაოებიც შესაბამისობაში არ იყო უსაფრთხოების ნორმებთან. კერძოდ, დამცავი რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში დენის ავტომატურ გათიშვაზეა პასუხისმგებელი, დამონტაჟებული არ იყო. ასევე, არ იყო დაცვითი ჩამიწებები და ძრავის დამცავი ცხაურები დამონტაჟებული არ იყო შესაბამისი წესით“,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

ცნობისთვის, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი.

ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.

აღნიშნულის საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 9 პირს ჰქონდა წარდგენილი, საიდანაც სასამართლომ 8 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება